↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მამულიშვილო დიდო

ხაიაური ალაზა

2017-06-121 წთ საკითხავი1300 ნახვა

—
უნდა გამოჩნდე, დრო არის,მამულიშვილო დიდო,რომ შენი ერის, მგლოვარისტვირთი მხრებიდან ზიდო.უნდა გაუძლო გაუძლებს,გულის და სულის ზრდითო,შენს ხალხს მგლის მუხლით გაუძღვეგადამრჩენელი გზითო.სულის ღვედი და ჭაპანიარ გაწყვეტილა ვიდრე,გვატარე გმირი პაპანიროგორი გზითაც ვლიდნენ.გამოჩნდი, ლომო გამოდი,ჟრჟოლა მოჰკიდე ლოდებს,თავისუფლება არ მოსდისკერაში მჯდარს და მლოდნელს...მუხას კვლავ მუმლი ეხვევა,ცით, ხმელეთით თუ ზღვითო,მომხდურს ვუჩვენოთ ერთხელაცროგორ არწივებს ვზრდითო?გვემუქრებიან მოწამვლით, –ბასრი ბარების ჭრითოცხრა აპრილია მოწამეველურთ რომ ეს ზნე სჭირთო,ეტანებიან საფუტკრესერთი უყურეთ რწყილთო,ლამის სულ დაისაკუთრონ –ჩვენია!.. ეტყვი – სწყინთო...წინაპრებს მწარედ ნაგვემებსსისხლი ხომ ჯერაც სწვიმთო.ასე რომ გვაჩანაგებენორას-სამასი წლითო...გამოჩნდი, ნუღარ აყოვნებ,გვწამს შენი ორივ ფრთისო,რომელთ ჩრდილშიაც ყვავ-ყორნისგუნდი ყოველთვის ფრთხისო!

ხაიაური ალაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი