პოეზია · ლირიკა
გალაკტიონი
მთებს აჩრდილები მოსავენ,ერთფერად უნაირონი,წაიქცა ლომი მგოსანიჩვენი მადლი და მირონი.ნაღველო, რაღას გვეზრდებიგაგვიწყრა? წერამწერელი...ცაც დაგვექცევა, – ეს მთებირომ არ იჭერდნენ წვერებით...მწუხრ იყო, ყველა ტიროდა,ან ცრემლი ვინ არ დაღვაროს?!ცასავით უნაპიროვ დაფშავის მთებივით მაღალო!როგორც ტალღებით ნაცემიზღვათ თვალუწვდენი კიდენი,ლექსი გვინდოდა იმდენი _დღეს ცრემლი გვინდა იმდენი.სიცოცხლე გადაგფერდვია,დადის სიკვდილი მძარცვავი,შენმა წაქცევამ ერთიანგვაქცია მიწის ძვრასავით!ზარი დაეცა ჭიუხებს,დაცემით შენი სხეულის...კოჭლ ბარათაშვილს მიუხველშენც მუხლებგადამსხვრეული!..მყინვარის ყინვად ცა იქცა,მგლოვიარობის მბედავი,– ვაი, რა ბოძი წაიქცავისზეღა ვიტყვით ნეტავი?უნდო თვალთგასაშავებლადდრო კიდევ გამოაღვიძებსრუსთაველს, ვაჟა-ფშაველას,ბარათაშვილს და ტაბიძეს!