პოეზია · ლირიკა
ვიცი
როგორ ფიქრობ, მე არ ვიცივის რა განძი აბადია?ოქროს ტახტი არის ვისი –ვისი მწყემსის ნაბადია.ვიცი (ყოფნას ვინაიდანგავუსინჯე კარგად გემო).ოქროს ტახტზე ვინ ავიდა –და ვინ დარჩა ტახტის ქვემოთ.ვიცი სულს ვინ ანავარდებს,ვინ სხვის ზურგის ქარით მოდის,ვის უფენენ ფეხთ ქვეშ ვარდებს,ვინ ეკლებზე მოდის ოდით.შენ ფერს გაძლევს,მე კი ფერს მხდის,ბედი განსხვავებით გვიმზერს,დამატარებს შიშველ ფეხითალესილი ხანჯლის პირზე...ვიცი სწყალობს ვის რა ქარი,არ ღირს მეტად დაფიქრება,რადგან ვიცით – მთის და ბარისგასწორება არ იქნება!