↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეს ქალღმერთი

ტაბიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი841 ნახვა

—
ეს ქალღმერთი მე მაღმერთებს,უკვდავ ნოტზე მე მამღერებს.როცა მტკივა ის მამხნევებს,როცა მცივა მზეს მახსენებს.
მერე ჩუმი გული თბება,მერე დარდი ქარს მიჰყვება,მერე ზეცაც იწმინდება,მერე უცბად ჩემს წინ ჩნდება.
მეტყვის,- შენ ყველაფერს შეძლებ(უიმისოდ დიდ ხანს ვერ ვძლებ,)მეტყვის,- ყოველივეს დაძლევ,კვლავ მის სხივებს ჩემს წინ ვეძებ.
-ჩემი გულის ანდამატია,ჩემი გრძნობის სალოცავია,ჩემი სული წმინდა ხატია,ჩემი ტრფობის საფიცარია.
დიახ... მასხივოსნებს მუდამ,დიახ... მაცისკროვნებს უკვდავს,დიახ... შენი ტრფობით ვსუნთქავ,დიახ... და თავს ჩუმად ვუკრავ.
არა, მიყვარს ცაზე მეტად,მიყვარს ის ამ გრძნობის ხატად,მიყვარს ის ამ გრძნობის კერპადდა მეყვარება, მარად, მარად...
ტაბიძე გიორგი

ტაბიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი