↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** სამწირველოში თუმც დროებით ვარ მიმალული.... (მთარგმნელი ალხაზიშვილი გივი)

ბლოკი ალექსანდრ

2019-08-131 წთ საკითხავი916 ნახვა

—
ნ.გუნსსამწირველოში თუმც დროებით ვარ მიმალული,მაგრამ მეზრდება ფრთები თანდათან,დრო მოვა, სხეულს დაივიწყებს ფიქრი ფარული,მოულოდნელად გამოჩნდება სივრცე ქარქათა.
ვით ბედნიერი დღე შეხვედრის _ ცაა ნათელი,გამჭვირვალეა მიუღწეველ სივრცის ნათება,ხმას დამატკბობელს გაიგონებ და ჟრუანტელიშემოგენთება, ბაგეები აგიყვავდება.
ვერ მოვასწარით წამოფრენა, რომ გზა დასრულდა,ცეცხლი მოედო ფარს უმძიმესს და აბრიალდა,დე, ბედისწერის უეცარი ნება აღსრულდესდა მარტოდმარტო ჩაიფერფლოს გულში მთლიანად.
ისევ შევხვდებით, დამიფარავს ფარი ახალი,არ მოიგონებს გული ჩემი ბებერ იარებს,ხმას დამატკბობელს გაიგონებ და გამახარებდა ჩემს სიყვარულს მარადიულს გაიზიარებ.
დრო მოვა, როცა გაზაფხული ზამთარს განდევნის,მოულოდნელად გამოჩნდება სივრცე ქათქათა,სამწირველოში ვიმალები, როგორც სანთელი,მაგრამ მეზრდება უძლეველი ფრთები თანდათან.

ბლოკი ალექსანდრ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი