პოეზია · ლირიკა
* * * როცა ამქვეყნად დაგივიწყებენ (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე)
როცა ამქვეყნად დაგივიწყებენ,როცა დარდები შემოგაწვება,და ყველაფერი რაც კი გხიბლავდა ,საფლავის ქვის ქვეშ ნელა გაქრება;როცა ქალაქის მოკირწყლულ გზებზე,თითქოს დაგადეს ფეხზე ხუნდები,ღონემიხდილი,უტყვი,სნეული,შებინდებისას სახლში ბრუნდები ,გზად შეისვენე სულ ერთი წამითდა მოუსმინე სიჩუმეს ღამის:სმენით შეიცნობ სულ სხვა ცხოვრებას,რომელიც დღისით ვერ შეიცანი;სულ ახლებურად შეხედავ ირგვლივთოვლიან ქუჩებს,კვამლს რუხს და მწარეს,თეთრ, მიტოვებულ, მოუვლელ ბაღნარს,დღის მომლოდინე მწუხარე ღამეს;იისფერ ზეცას - ამ ბრძენ წიგნთაწიგნს;სულში იპოვი შენ უფრო მეტსაც:მოხუცი დედის დაღარულ სახეს;ამ უბადლო წამს ისევ გაკრთება -ეს დამქანცველი ყინვა-სიცივე,და მინა ჭირხლით უცხოდ ნაქარგი,მადლიერ გულში ისევ აღდგებატრფობა, დიდი ხნის წინ დანაკარგი -იცნობ სამყაროს უსასრულობას,და მთელ ქვეყანას გინდა ახარო,რასაც შეიცნობ და აღიარებ -რომ მშვენიერი ჩვენ გვაქვს სამყარო.