პოეზია · ლირიკა
*** მე ვუერთდები ჩრდილებს საშინელს (მთარგმნელი ალხაზიშვილი გივი)
მე ვუერთდები ჩრდილებს საშინელს,შენ ეჭვობ, ფიქრი მიწას შორდება,დღესთან შეხვედრა ისევ გაშინებსდა ვერ გრძნობ ღამის მოახლოებას.
ნუ ელი სიტყვებს ზეშთაგონებულს,ვერ მივაღწიე ყრმობის მიზნამდედა მშვიდად ვუცდი, როგორც ორეულს,სიზმარს, რომელსაც მიწა მიმზადებს.
სთქვი, ოცნებებით როგორ ავენთო,ამა სოფლიდან რაღას მოველი?როცა არ გჯერა შენ, ერთადერთო,ამ განწირული საგალობელის.
ერთვის სიბნელე სივრცეს სანატრელს,გაქრა ტკივილი _ ფიქრის წყალობა,შენ ხარ უკვდავი, მარად ანათებდა არც გაფიქრებს წარმავალობა.