↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** მე ბნელ ტაძარში შევდივარ კრძალვით (მთარგმნელი ალხაზიშვილი გივი)

ბლოკი ალექსანდრ

2019-08-131 წთ საკითხავი921 ნახვა

—
მე ბნელ ტაძარში შევდივარ კრძალვით,წავიჩურჩულებ უბრალოდ ლოცვას,ველი ხატებას მშვენიერ ქალის,ბნელში სანთლები ციმციმებს როცა.
კარის ჭრიალი შემაკრთობს მყისვე,მაღალ სვეტების ჩრდილი ვარდებადა შემომყურებს თვალებში ისევმხოლოდ სიზმარი, მისი ხატება.
ო, შევეჩვიე საოცარ სამოსსციურ მეუღლის, ღვთაებრივ ქალის,მაღლა, კარნიზზე გაქცევას ლამობსმისი სიზმარი, ღიმილი მკრთალი.
თრთიან სანთლები ფრთაშერუჯული,ო, უწმინდესო, ახარებ მზერას,არ მესმის შენი სუნთქვა, ჩურჩული,მაგრამ, ძვირფასო, შენა ხარ, მჯერა.

ბლოკი ალექსანდრ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი