↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დამქროლა ქარმან სასტიკმან

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

2026-07-181 წთ საკითხავი5418 ნახვა

—
დამქროლა ქარმან სასტიკმან, თან წარმიტანა ყვავილი,მაცხოვლებელი სიცოცხლის, სუნნელებითა აღვსილი.იგი ნიადაგ ციურთა ცვართაგან იყო ნამილი;დრომ უჟამურმან აწ ცრემლით შესვარა მისი ადგილი.
აწცა თუ სადმე ვიხილავ მისს ფურცელს, მისსა დანაჭკნობს,მოძულებული სიცოცხლე მყისვე კვალადცა დამატკბობს.მაგრამ მსწრაფლადვე გახშირდნენ მწარენი ჭირნი გულისა,რა ფიქრთა წარმოუდგებათ დაკარგვა სიხარულისა.
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ავტორი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი…

ყველა ნაწარმოები (41) →

ნიკოლოზ ბარათაშვილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი