↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბულბული ვარდზედ

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

2009-08-121 წთ საკითხავი5417 ნახვა

—
ბულბული, ვარდზედ მჯდარი, ეტყოდა მას მსტვინავი:"ვარდო, ვარდო, მტანჯ ჩემო, გვედრებ გულით მტკინავი,მაღირსე, თუ როგორ არს გაშლა შენი მღინავი,მწუხრსა აქეთ აქ ვზივარ, ფურცლებზედა მკონავი!"
ასე ყეფდა ბულბული, ოდესცა ღამე ბნელიმოიცვამდა ქალებსა, ქრიდა ნიავი ნელი.და როდ სდუმდა ბულბული, მაშინ აღმოხდა მთვარე,ვარდმანც მაშინ მოჰფინა სუნნელება მის არე.
მაგრამ მგოსანსა თურმე მოერია გლახ რული.აღმობრწყინდა მთიებიც და ფრთოსანთ მხიარულიგალობა ყვეს ჰაერში, განაღვიძეს ბულბული:ნახა ვარდი ფურცვნილი და მყის მოუკვდა გული.
თვალნი ემოსა ცრემლით, გული სევდის საცლმითა,ფრთა ფრთას ჰკრა და ამაღლდა, მსტვინავი და ლმობის ხმითა.უხმო ყვოელთა სირთა: "მოდით და შემოკრბითა,მისმინეთ, შემიბრალეთ, ვის მივმართო წყლულითა?"
განთიადის ღამედმე შევფრინვიდი კოკრობას,არ ვზოგავდი სიცოცხლეს, უძილობას, გალობას;მქონდა მცირე წადილი, ვერ მივხვდი კი ძნელობას:მსურდა გაშლა ვარდისა, არ ვფიქრობდი დაჭკნობას".
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ავტორი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი…

ყველა ნაწარმოები (41) →

ნიკოლოზ ბარათაშვილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი