↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პოეტების სუფრა სიზმრად

ქემერტელიძე იორამ

2018-06-121 წთ საკითხავი535 ნახვა

—
სიზმარი ამყვა და ლექსს ვწერ უბრად –გაშლილი ჰქონდათ პოეტებს სუფრა: –პური, ყველი და კეთილი გულიდა ღვინო კიდევ – ნამდვილი, ჭურის!მუხრანი მწყკლარტედ ჭაშნიკს სინჯავდა,მორისს ბორჯომი ედგა ფინჯანთან;ხელებს იფშვნეტდა ცმუკად მურმანი, –ეფერებოდა თვალით პურ-მარილს;შოთასაც ედო წინ თეთრი თეფში,იჯდა, პურის გულს სრესდა თითებში;ახალისებდა სუფრას ჯანსუღიზრდილობითა და სიტყვა-პასუხით;იყურებოდა ცაში არჩილი(თან პაპიროსი ჰქონდა გაჩრილი).მოგივიდოდა თვალში თამაზიგვარიშვილობით და სილამაზით.ჯდომით კი იჯდნენ, მაგრამ რა გინდა, –ხელუხლებელი იყო მაგიდა...ხემსიც არავის არ აუღია,ერთი ჩანგალიც არ არაჩხუნდა,ჩვენი ჯანსუღი რო ჯანსუღია –ბოლოს და ბოლოს, ისიც გაჩუმდა.ყველა მუნჯივით იჯდა... არა და,სუფრა ითხოვდა წესით თამადას!...კარგა ხანს, მახსოვს, არც განძრეულან,მერე პაპიროსს დასწვდნენ კანკალითდა სიჩუმეში ანაზდეულადატყდა ასანთის ჩხაკან-ჩხაკანი;მიმტანი თითით სრესდა წინსაფარს...და მივხვდი, ყველამ ხმა რად გატრუნა –ერთი ელოდა მეორისაგანთამადადთავისკანდიდატურას...... ცხადივით მახსოვს გაშლილი სუფრა...სიზმარი ამყვა და ლექსს ვწერ უბრად.

ქემერტელიძე იორამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი