პოეზია · ლირიკა
*** "ლისს იქით და ლისს აქეთ"
ლიხს იქით და ლიხს აქეთ,სოფლადა თუ ქალაქად, –თურმე ზარი ეკიდასაგანგებო ალაგას.და მტერს უპირველესადწინ ხვდებოდნენ ზარები,იღვიძებდა ქვეყანაამ ზარების ბრძანებით.გუგუნებდნენ, უხმობდნენმეგუთნეს და მოისარს,ქუდზე კაცს ეძახოდნენ,სპას საქართველოისას.გასძახოდნენ ზვიადადქუჩებსა და მოედნებს...ზოგი – ხეზე ეკიდა,ზოგი – სამრეკლოებზე.იყო დრო ძალადობის,ჟლეტის, გადაგვარების,მაგრამ გუმბათებიდანგრიალებდნენ ზარები:– ნაუუუ!.. ფრთხილად, გასძელით,ჟამი დგას მოჟამული!არ გაყიდოთ ნამუსი,რჯული, ენა, მამული, –თავზე გვადგა ღრუბელი,თუ ცხელი მზის ლივლივი,საქართველოს ზარებიგრიალებდნენ ჰიმნივით.გასძახოდნენ ზვიადადქუჩებსა და მოედნებს,ზოგი – ხეზე ეკიდა,ზოგი – სამრეკლოებზე.