პოეზია · ლირიკა
სადალაქოში
მესამე დღეა – სადალაქოს სარკეც და სკამიცდაფარულია ძაძისფერ რიდით...მესამე დღეა... დღე გავიდა სულ სამად-სამი –მოდის მუშტარი,გაჩერდება, უკანვე მიდის.და ფუსფუსებენ დალაქებიმდუმარედ, კუშტად, –თეთრი, ქათქათა ხალათებით,შავი წუღებით...ეს სამი დღეა –გაქაფულ და გაპუდრულ მუშტარსსარკეებიდან ლაპარაკით არ აწუხებენ.და თუმცა სდუმან, –თავის საქმეს აკეთებს ყველა,მხოლოდ ერთ სკამთან,რომ დაფარეს ძაძისფერ რიდით –მესამე დღეა ნახავთ მხატვარს, მეცნიერს, მწერალს!ყველა მუშტარი რიგრიგობით მოდის და მიდის:– რას ამბობ, კაცო! –ნერვიულად იფშვნეტენ ხელებს, –– შვილი თუ დარჩა?– შვილს რა უჭირს!– რავა?– დიდია!თავებს აქნევენ თანაგრძნობის ნიშნად და... მერეგაუპარსავი, მოშვებული წვერით მიდიან...და ფუსფუსებენ დალაქები მდუმარედ, კუშტად, –თეთრი, ქათქათა ხალათებით,შავი წუღებით...ეს სამი დღეა – გაქაფულ და გაპუდრულ მუშტარსსარკეებიდან ლაპარაკით არ აწუხებენ.