↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბედი ქართლისა

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

2026-07-1815 წთ საკითხავი5414 ნახვა

—
კახთა მიმართ
ძმანო კახელნო, ნამდვილ ქართველნო, მოლხინე სულით,თქვენში აღზრდილა პატარა კახი მეფად და გმირად;თქვენ გიყვართ მისთა დროთა ხსენება მხურვალეს გულით,როს თქვენებრ მლხენი ევლინებოდა მტერსაც გამგმირად!
და რაც საყვარლის ჩვენის ირაკლის ჟამმან მეფობისმოუვლინა აწ გამოხატვასა ჩემს ყმაწვილობის, —მეც, ძმანო კახნო, თქვენ შემოგიძღვნით მას არმაღანად,ერთსულობისა, ვაჟკაცობისა, ლხინის საგანად.
როს თქვენებურად მამულის ღვინით გულს ახარებდეთ,ხელთ ჯამის მპყრობნი წარსრულსა დროებს მოიხსენებდეთდა მორიგისად სმიდეთ წინაპართ შესანდობარსა,მოიგონებდეთ ყარიბს მგოსანსაც, თქვენდა მბობარსა!
თ–ი ნ. ბ.
კარი პირველი
"მწყემსო კეთილო, შენს წმიდას სამწყსოსშემოვავედრებ ჩემსა სამეფოს!გულთა-მხილავო, შენ უწყი, რაც დღესსაქართველოსა ჭირნი მოადგეს!მრავალ არიან, უფალო, მტერნიდა წარიტაცონ შენნი ცხოვარნი!გვესწრაფე, ჩვენო ხელთ-აღმპყრობელო,და აღადგინე დღეს საქართველო!”ასე ილოცდა მეფე ირაკლიბანაკსა თვისსა გულით მხურვალი.ცათა წინაშე დიდია მსხვერპლიმამულისათვის მეფისა ცრემლი!ბატონს თვის ჯარი კრწანისის მინდვრადდაებანაკა სპარსთთან საომრად!პატარა კახი აღა მაჰმად-ხანსუპირებს შებმას ძლიერს, რისხვიანს.ამ დროს გამოჩნდა სამხრეთით მტერი.ცა მოწმენდილი, ცა მშვენიერიზე-დანათლიდა ბრძოლისა ველსა,და ირაკლიცა ჯარსა ქართველსაგანამხნევებდა მამობრივის ხმით:"ჰხედავთ, ვითარის კადნიერებითშეკრბების ჩვენზედ უსჯულოება!საქართველოს დღეს გარდაუწყდებათავისი ბედი და უბედობა!დღეს ეჭირება მამულს მხნეობა!დღეს მეცა თქვენში ვარ მეომარი,ვითა თქვენგანი ერთი მხედარი:დღეს გამოჩნდება, ვინ არს ერთგული,ვის უფრო გვიყვარს, ძმანო, მამული!”
"შენი გამჩენის ჭირიმე, შენი,რომ გაგვაგონე კვლავ ხმა სალხენი!”შებღავლა მეფეს ჯარმა ერთის ხმით."ჩვენ თუნდ სულ ერთ დღეს დავიხოცებით,ოღონდ შენ იყავ, მეფევ, დღეგრძელი!მტერი რა მტერი, ოდეს ქართველიბატონს ირაკლის ნუგეშად ხედავს;მისთვის სიცოცხლეს ვინღა დაზოგავს!”
ნეტარ მეფისა გულს მამობრიულს,ოდეს მოყმენი, ვით მამას შვილნი,განუცხადებენ თავისს სიყვარულს!დაჰკრეს ნაღარა, გულნი შეზარადა მტერთ საომრად ჯარნი შეჰყარა.ხმა ნაღარისა, ხმა ეს ბრძოლისავით არ აღგანთებს, გმირო ქართლისა!მხდალსა განამხნევს, მხნეს განაღვიძებსდა მიჯნურსაცა სულს შეუშფოთებს!
შეექმნათ მწარე, ძლიერი ომი;ვითა ნადირსა მშიერი ლომი,ეკვეთნენ სპარსთა ივერთ მხედარნი,და მტკვარსა შერთეს სისხლისა ღვარნი!ორნივ იბრძვიან გამწარებულნი,ორნივ ომებში გაქეზებულნი.თამაზ, ენისენთ მოურავის ძე,და იოანნე, კახთ აბაშიძე,განუმტკიცებენ მკლავთა ქართველთა;მეფის ირაკლის ღვაწლი ყოველთაშთაუდგამს სულსა ვაჟკაცობისას, —მაინც ვერ ხედვენ ბოლოს ბრძოლისას.რა ნახეს ქართველთ, გაჭირდა საქმე,მყის ჩაიკეცეს ქუდები თურმე,ხრმალს ხელი იკრეს მამაპაპურადდა დაერივნენ თავისებურად!
ბინდმა გაყარა მებრძოლნი მტერნი,გამარჯვებულნი დარჩნენ ივერნი;მაგრამ რა მეფე ჯარსა უყურებს,მას გამარჯვება არღა ახარებს:ძვირად დაუჯდა იგი ირაკლის!მრავალთ ყმაწვილთ-კაცთ, ნუგეშთა ქართლის,დასდვეს აქ თავი მამულისათვის!აწ საფლავიცა არსად ჩანს მათთვის;ჰაერში განქრა მათი სახელიდა არსად ჟამთა მოწამე ძეგლიარ გვიქადაგებს მათთა საქმეთა;დუმილნი ჰფარვენ ერთგულთა ძეთა!..მაგრამ, ჰოჲ, გმირნო, ნუ შეშფოთდებით,თქვენ სახსოვარი გაქვთ თვით განგებით:რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების,საშვილიშვილოდ გარდაეცემის;ქართლი თქვენს ღვაწლსაც ვერ დაიდუმებს,აღა-მაჰმად-ხანს ვიდრე ახსენებს!
მეფემ უბრძანა თვისთა მოხელეთ:"გვიჯობს, რომ ახლავ ქალაქს მივიქცეთდა ციხე ჩვენი მსწრაფლ გავამაგროთ,თვარემ ხვალ სიმხნით ვერა გავაწყოთ,აღა-მაჰმად-ხან რა აქა გვნახავს;ხომ იცით, ჯარი დიდ-ძალი ახლავს,და იქნება, რომ ციხეში დავხვდეთ,ჩვენის ძალისა ფიქრი მიეცეთ.ძველთაგან ასე ნაამბობია,რომ ზოგჯერ ხერხი ღონეს სჯობია”.ყველა ეთანხმა ამაზედ მეფეს;ქალაქს მოიქცნენ იმავე ღამეს,და მსწრაფლ ზღუდენი ნარიყალისაექმნათ საჭურედ ჯართა ქართლისა!
გათენდა დილა მზისა აღმოსვლად;მაგრამ მნათობმან შუქისა ნაცვლადბნელი მოჰფინა ტფილისის არეს:აღა-მაჰმად-ხან მოადგა ციხეს,სამი დღე და ღამ ადგა მას ჯარით,მაგრამ ვერა რა ავნო ვერსაით.დაღონდა სპარსთა მეფე ბორგვნილი,და თურმე ყოვლით იმედმიხდილიქართლითგან წასვლას დააპირებდა;მაგრამ იუდა ჟამს ეძიებდა!აჰა, მან იგი აწ მოიხელთადა მუხთალისა ანგართა ხელთააჰყარეს მამულს სიმტკიცის ბჭენი!მან მტერთ უმსხვერპლა თვისნი მოძმენი!სცნა რა ირაკლიმ ესე მუხთლობა,მოყმეთა თვისთა ეზდენ დამცრობა,მყისვე აღენთო ხელმწიფე-გული,მტერზედ ამაყად გამზადებული!
მაგრამ ცუდ იყო ყოველი ღონე:აღა-მაჰმად-ხან, კვლავ თავმომწონე,შემოეპარა ციხისა კართა,და მოევლინა მსწრაფლ ქართველთ ჯართა.გაფოთებული ეძიებდა მას,ვინცა ჰერანის ტახტს, ხელმწიფებასქართველთა შორის წაართვა ძალა;მაგრამ ირაკლიმ უკვე გაქუსლამთიულეთისკენ თავისი ცხენიდა შეუმცირა სპარსთ ტკბილნი დღენი!

კარი მეორე

მორბის არაგვი არაგვიანი,თან მოსძახიან მთანი ტყიანნი,და შეუპოვრად მოუთამაშებსგარემო თვისსა ატეხილს ჭალებს.ჰოი, ნაპირნო, არაგვის პირნო,მობიბინენო, შვებით მომზირნო,ქართველსა გულმან როგორ გაუძლოს,ოდეს შვენება თქვენი იხილოს,რომ თქვენს ბუჩქებში არა ჩამოხდეს,რაც უნდა გზასაც ეშურებოდეს,როგორ იქნება არ განისვენოს?სამჯერ ხომ მაინც გადაჰკრავს ღვინოს,ცხენს მოაძოვებს, თვალს მოატყუებს,გამოიღვიძებს — შუბლს განიგრილებს,ერთს ქართველურად კიდეც შესძახებს,არაგვო, მაგ შენს ამწვანებულ მთებს,და მერმე თუნდაც დაუგვიანდეს,იგი იმისთვის აღარ დაღონდეს!
მზე დამავალი მოჰფენს სიამესმთიულეთისა ხეობის არეს,და ამ მშვენიერ არაგვის პირებსძველი ჩარდახი ზედ გარდმოჰყურებს.მუნ ბრძანდებოდა მეფე ირაკლი,მოწყენის თვალით გარდმომზირალი;დაფიქრებული თვისთა ზრახვათაგაცაართობდა ქარვის მარცვალთა.თან ახლდა მეფეს თავის მსაჯული,ნიჭთა კეთილთა უხვად მორჭმული.ვის არა გახსოვთ სოლომონ ქველი,მეფის შინაყმა, ყმათ საყვარელი!სადღა არიან აწ ესე კაცნი,რომ არ გვალხენენ თათბირნი მათნი?
დიდხანს უჭვრეტდა მეფე მდუმარედარაგვის წყალთა, მდენთა მჩქეფარედ;ბოლოს მახვრალმან უბრძანა მსაჯულს:"შენ იცნობ კარგად, სოლომონ, ჩემს გულს,შენ უწყი ქართლის აწ ვითარება,მისი აწ ძალა, ყოფა, ცხოვრება;ბევრჯერ რჩევანი შენნი, ვითა წყლულს,მსალბუნებიან მე შეწუხებულს;აწც ჩემს სულის ტვირთს, ჩემს გულის წადილს,შენ გაგიმჟღავნებ, ვით საყვარელს შვილს!
არ მითვისებდა ქართველთა გული,რომ ვიყავ მათი მეფე ეული;ჩემი მეფობა ზე დავასრულე,რომ ძლივს იგინი გავიერთგულე!და ახლა, ოდეს ჩემს ხელმწიფობასგანუმზადებდი ჟამ-კეთილობას,აი მის ნაცვლად რაი მომაპყრესმე ჩემთა ძეთა და ვინ ახარეს!..
ამიერითგან გაქეზებულიმაჰმად-ხანისა მოსისხლე გულიარ დაგვაწყნარებს სიამაყითა:მას ჟამი შესწევს ყოვლის ღონითა;ეს ხმა ლეკთაცა აგვიყაყანებს;ოსმალი მხოლოდ დროს შემოჰყურებს,და მტერნი ძლიერ მაშინ მოგვატყდნენ,როს ყმანი ჩემნი ურთიერთს ბძარვენ!მე თუმც კიდევ ვჰგრძნობ სულის სიმტკიცეს,გარნა ღონენი წელთ წარმიტაცეს;შენი ირაკლი ის აღარა ვარ,პატარა კახად რომ გინახვივარ!აბა რომელს შვილს ვხედავ ღირსეულს,რომ ექმნას კვერთხად მამულს დარღვეულს?..ჰოჲ, ღმერთო, ღმერთო, ამაზედ მეტადნუღარ განსწირავ ქართველთა ტანჯვად!
"აბა რას მირჩევ, ჩემო მსაჯულო?კარგად იფიქრე, შვილო ერთგულო:აწ განთქმულია რუსთა სახელი,ხელმწიფე უვისთ ბრძენი და ქველი,დიდი ხანია გვაქვს ჩვენ ერთობა,მტკიცე კავშირი, — სარწმუნოება, —მას მსურს, რომ მივცე მემკვიდრეობა,და მან მოსცეს ქართლს კეთილდღეობა!"
ამის გამგონი ჩვენი მსაჯულიუჭვრეტდა მეფეს განცვიფრებული:მას არ სჯეროდა, რომ ირაკლის გულსხედვიდა იგი ესთ შეცვალებულს."რასა მიბრძანებ”, — ჰკადრა მან მეფეს, —"ბატონო, ღმერთი გადღეგრძელებდეს,ნუ გააგონებ მაგ ხმას ქართველთა,ეზდენ შენზედა მსასოებელთა!ჯერ სამაგისო რა გვემართება,რომ განვისყიდოთ თავისუფლება?
იცი, მეფეო, რომე ივერნიიქმნებიან რუსთ ხელთ ბედნიერნი?სახელმწიფოსა სჯულის ერთობაარარას არგებს, ოდეს თვისებაერთა მის შორის სხვადასხვაობდეს.ვინ იცის, მაშინ როგორ მოუხდესრუსეთის ძალი ქართლს აწინდელი:ვით შეითვისოს რუსმა ქართველი,ვით შეიწყნაროს რუსთ მეფობამა,რაც მოისურვოს ქართველობამა?მაშინ, მეფეო, რავდენთ კაცთ მართალთმოუკლან გულნი ტანჯვათ იდუმალთ!მაშინ ირაკლის სახსენებელივინღა ახსენოს, აწ საქებელი?ნუ, ხელმწიფეო, მას ნუ ინებებ;შენგან კი მაგას ნუ გაგვაგონებ,და მერმე ქართლი ვინც ვერ განაგოს,მაშინ მან უწყის, რაც მოაგვაროს.ხოლო ირაკლი ვიდრე ჰყავთ ქართველთ,უბედურებაც ბედნიერ აქვნდეთ!”
"ჩემო სოლომონ”, მეფემ უბრძანა,"მე ეგ ყოველივ არ ვიცი, განა?მაგრამ კეთილთა დღეთათვის ქართლისრა მოვაგვარო უმჯობეს ამის?მე არა ვფიქრობ, ვითარცა მეფე,თვისს დიდებისთვის სისხლთა აღმჩქეფე;არამედ ვითა მამა კეთილი,რომელსა სურს რომ თავისი შვილითვის სიცოცხლეშივ დაასახლკაროს.ძნელ არს ცხოვრება სამეფოსი, როსუჭვრეტდეს იგი ომსა დღე-დღითი!აი ხომ ნახე აწ მაგალითი,
რა ჰქმნა ამ ერთმან დამარცხებამან!კარგი, რომ კიდევ აღა-მაჰმად-ხანქალაქს დასჯერდა განძვინებული,სხვით არ აღივსო მან საწყაული!ახლა კი დროა, სოლომონ, რომამშვიდობა ნახოს საქართველომა.მან საფარს ქვეშე მხოლოდ რუსეთისამოიყაროს ჯავრი სპარსეთის,და მხოლოდ მაშინ უეჭვოდ გვრწამდეს,რომ ქრისტეანთ ხმა მარად ისმოდესსაფლავთ ზედ ჩვენთა მამა-პაპათა,და განისვენონ აჩრდილთა მათთა!”
ვეღარ გაუძლო მსაჯულსა გულმანდა ჰკადრა მეფეს აღშფოთებულმან:"განზრახვა შენი, მეფევ, მაკვირვებს!ირაკლიმ იცის, რომე ქართველებსარად მიაჩნით უბედურება,თუ აქვთ თვისთ ჭერთ ქვეშ თავისუფლება”
"სულ მართალია, ჩემო სოლომონ,მაგრამ აბა სთქვი, ქართველთა რა ჰყონამ უბედობის და დარღვევის დროს?აბა ირაკლიმ რა მოაგვაროსმშვიდობისათვის საყვარელთ ყმათა?..აი მივიღებ მე შენთ რჩევათადა დავიდუმებ ჩემსა გულისთქმას;ნუ დაივიწყებ მაგრამ ჩემს სიტყვას,რომ დღეს იქნება, თუ ხვალ იქნება,ქართლსა დაიცავს რუსთ ხელმწიფება”.
ასე ირაკლი და მის მსაჯული,მამულისათვის გულ-მტკივნეული,ქართლისა ბედსა განსამართლებდნენ,
ხოლო ქართველნი მამულს ჰგლოვობდნენ!ამ დროს აღმოჰხდა ბადრი მთოვარედა სიამითა მოფინა არე.ცამ მოჭედილმა ვარსკვლავებითა,მთისა ჰაერმან, სავსემ შვებითა,და მთვარის შუქზედ არაგვის წყალთათავისუფლებით ჩამომჩხრიალთა,გულს აუშალეს დარდები ბატონს,ოხვრა დამართეს, ვით კაცსა ლიტონს.მას მოაგონდა დრო ყრმაწვილობის,განტარებული თვისთა კახთ შორის,როს ჯერ არ ეღო ტვირთი მეფობის,როს ჰქონდა ჟამი უზრუნველობის,და საყვარელი კახეთის გმირიიყო ნიადაგ მტერთა გამგმირი!
დიდხანს დაჰყოფდა ბატონი ჩუმად,დაფიქრებული მწუხარედ და ღრმად,შემდეგ უბრძანა სოლომონ მსაჯულს:"ახლა კი დროა ჩვენს გაოხრებულსქალაქს ჩავხედოთ; მაგრამ ჯერ ერთიმინდა ვიხილო კიდევ კახეთი,შევიტყო კახთა საჭიროება,ვსცნა აზრთა მათთა აწ ვითარება;შენ კი აქედგან ქალაქში ჩადიდა დამახვედრე ჩემი სამზადი”.
დილაზე ადრე მოვალს მსაჯულიქსნის ხეობაში, დაფიქრებული:ვიდრემდის იყო შიშიანობა,მას აქ ესახლა თავის სახლობა.და მომავალმან აწ ქალაქისკენგამოიარა თავის სახლისკენ.მეფის აზრთაგან სულით ღელვილი,ზრახვიდა გულში მამულის შვილი:"მადლობა, ღმერთო, შენსა განგებას!ერთს კაცს მომადლებ ყოვლთა უფლებას,და მისს ერთს სიტყვას მონებენ ერნი,განურჩეველად სულელნი, ბრძენნი,და იგი მათს ბედს ისე განაგებს,ვითა ამღერდეს იგი კამათლებს!მაგრამ შენ, მეფევ, ვინ მოგცა ნებასხვას განუბოძო შენთ ყმათ ცხოვრება,მისდევდე შენსა გულისკვეთებასდა უთრგუნვიდე თავისუფლებას?შენ ერმან მოგცა პირველ ღირსება,რათა დაუცვა ყოფა-ცხოვრება,და რად ივიწყებ, რომე მარადისერსა ეკუთვნის გულისთქმა მეფის!”"იქნება მეფე ციხის გატეხასაბრალებს მოყმეთ მუხანათობას?იქნება ამან აჰყარა გულიბატონს ქართლზედა შეუორგული?..მაგრამ ირაკლიმ უკეთეს უწყის,თუ ვით საყვარელ არს ქართველთ შორის,მაშ რამ უცვალა მას გული მყარი,ქართველებისთვის ესთ თანამკვდარი?..მაგრამ ვინ იცის! იგი იქნებაუკეთ ფიქრობდეს, რაც გვეჭირება:ბევრჯერ ღვთიურსა ზრუნვასა მეფისგონება ყმათა ვერა მიხვდების!”
ამ ფიქრში იყო მსაჯული, ოდესმოადგა თავის სახლისა არეს.წინ მოეგება მას თავის ცოლი,სათნო სოფიო, სულისა ტოლი;ახლაც ბევრს ახსოვს მისი ზრდილობა,შვენიერება, გულკეთილობა.რა დაინახა მან თავის ქმარი,სახე შეცვლილი, მონაწყინარი,ამბავი ჰკითხა მყის ირაკლისა, —ასე საყვარელ იყო ყოვლისა!
"ვეჭობ, სოფიო, რომე ირაკლიქართველებზედა იყოს გულნაკლი;მას ზედ ეტყობა, რომ მისი სულიძლიერად არის აღელვებული!მწარედ უპირებს ბატონი დასჯასთავის შვილების ამა ურჩებას;ვეჭობ, რომ იგი სამეფოს ქართლისაძლევს საფარს ქვეშ რუსთა ხელმწიფის.მაშინ უყურე ჩვენს დედაკაცებს,როს საცხოვრებლად დიდკაცთა ცოლებსპეტრეს ქალაქში გარდაასახლვენ!მაშინ, სოფიო, რაღა გინდათ თქვენ:ხელმწიფეს ჰპოვებთ მამად კეთილადდა დედოფალსა დედისა ნაცვლად;არ მოგაკლდებათ თავისუფლება,განცხრომილება, ფუფვნეულება,მათთა სიმდიდრის პალატთა შორის!ვერ გაიგონებთ მუნ ხმასა მტერის.მრავალთ სიამეთ იხილავთ კვალადბანოვანთათვის გულგასართობლად.მაშინ ვისაღა მოესურება,ნახოს ქართლისა კვლავ ამბოხება!”
"უწინამც დღე კი დამელევა მე!უცხოობაში რაა სიამე,სადაცა ვერ ვის იკარებს სულიდა არს უთვისო, დაობლებული?რა ხელ-ჰყრის პატივს ნაზი ბულბული,გალიაშია დატყვეებული?და ველად იგი, ამხანაგთ შორის,ჭირსაც, ვით ლხინსა, ერთგვარ დამღერის!ესრეთ რას არგებს კაცსაც დიდება,თუ მოაკლდება თავისუფლება?თავის მამულში მას გაჭირებასხვადასხვა რიგად ენუგეშება:მუნ სულსა სული თვისად მიაჩნისდა გულსა გულის პასუხი ესმის!რად დაგვრჩომია სხვაზედა თვალი,ოდეს მეფეცა და დედოფალიგვყვანან კეთილნი და ღირსეულნი,და ვართ მათთანა შვილებრ ჩვეულნი?ჩვენის დედოფლის გულისა ნაცვლად,მწუხარებათა სანუგეშებლად,რასა ვიპოვით ჩვენს სიცოცხლეში?”..........მსაჯულს ეგონა, რომე იგი გულსდედაკაცთაცა ჰპოვებს ცვალებულს,და აწ რა ნახა ცოლი ამ ჰაზრით,გარდაეხვია მას მხურვალებით.
ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო,კურთხევა თქვენდა, ტკბილსახსოვარნო!რა იქნებოდა, რომ ჩვენთა დედათსულიცა თქვენი გამოჰყოლოდათ?ვინღა ჰყავს გულის შემატკივარიმამულს ასული ახლა თქვენგვარი?ქარმან ჩრდილოსმან ყველაზედ პირველ
გარდაუცვალა მათ გული ცხოველ!"ჯანი გავარდეს აწ შვილსაც, მამულს,ოღონდ ვაამოთ ჩვენს საკუთარს გულს;რის ქართველობა, რა ქართველობა!მითომ რას გვავნებს უცხო ტომობა?”
რა მოახლოვდა ქალაქსა მეფე,დიდხანს უჭვრეტდა ცრემლთა აღმჩქეფე!პალატნი მისნი გარდმონგრეულან,სახლნი-სამშობლო დანაცრებულან;მიდამო ხედავს უპატრონობას,აღოხრებასა და ნატამლობას!დუმილი სუფევს მის არემარე!მხოლოდ ბუტბუტებს მტკვარი მწუხარე,შემრთველი მრავალთ სისხლთა ქართველთა:იგი გადარჩა მხოლოდ სპარსელთა!
აღავსო კვალად ერმან ტფილისი,რა მობრძანება სცნა ირაკლისი,ქალაქი ისევ ჩქარად აშენდა,თუმცა ადრინდელს მრავალი აკლდა.წარვიდენ წელნი მოსვენებისადა კვლავ ირაკლიმ ხრმალი ბრძოლისააღიღო ლეკთა შესამუსვრელად!არც სპარსნი მორჩნენ დაუმარცხებლად.სიბერის ჟამსა მოიცა ძალიდა შეაძრწუნა კვალად ოსმალი;კვლავ ასახელა თავის სახელი;მაგრამ ამაო იყო ყოველი:დიდიხანია გულს ირაკლისაგარდუწყვეტია ბედი ქართლისა!
დ ა ს ა ს რ უ ლ ი
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ავტორი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი…

ყველა ნაწარმოები (41) →

ნიკოლოზ ბარათაშვილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი