↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აღმოხდა მნათი აღმოსავალს

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

2026-07-181 წთ საკითხავი5414 ნახვა

—
აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი,მცირითა შუქით გარდუყარა ცასა ღრუბელი,დიდ სამქუხარო, საავდარო, და მეც გლახ გულიმსწრაფლ განმითენა, შავ-ბედისგან დაღამებული!
ნუ თუ აღმიჩნდი ცხოვრებისა ჩემის მნათობლად;ნუ თუ შენ ჰფინო შვების სხივი ჩემს გულსა კვალად;კვლავ აღმიტეხო გულის ჭირნი მიყრუებულნიდა განმიახლო ნეტარების დღენი წარსრულნი?
მაშ გამობრწყინდი, მფინე შუქი ეგ საოცარიდა განანათლე კვლავ ცა ჩემი, ესრეთ საზარი!მეცა ხელი ვჰყო დაჟანგებულს ჩემსა სანთურსადა შევაერთო ფიქრნი ჩემნი შენს ხმას ციურსა!
დავმღერდე მას დროს, როს ვარსკვლავი მშვენიერის ცითმინეტარებდა სიცოცხლისა დღეთა სიამით;მოვსთქვამდე, თუ ვით მიმეფარა იგი მსწრაფლ ღრუბელს,ბოლოს ვუმღერდე შუქსა შენსა შვების მომფენელს!
ვჰფუცავ ძლიერსა სხივსა შენსა, ჰოჲ, მნათო ჩემო!ოდეს ვიხილო მცირე ბინდი შენს შუქს გარემო,მყის დამიღამდეს ამ სოფლისა სიამოვნებადა შენთვის დავთმო ტრფობის წინდად ყოვლი დიდება!
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ავტორი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი…

ყველა ნაწარმოები (41) →

ნიკოლოზ ბარათაშვილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი