↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არ უკიჟინო, სატრფოო…

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

2026-07-181 წთ საკითხავი5423 ნახვა

—
არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა:მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!
მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსამოვავლო,საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო ვაცხოვლო.
მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი,რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი.
მინდა შენ იყო, სატრფოო, მშვენიერისა ცის ცვარი,რომ განაცოცხლო, შავარნო, მდელო, სიცხითა დამჭკნარი,
რომ მხოლოდ მზისა ციაგი მას დილის ნამსა იშრობდეს,და, ერთად შესხივებულნი, შვებას მოჰფენდნენ სიცოცხლეს!
არეს ავსებდენ სიამით, მცენარეთ განმაცხოვლებლად,იყვნენ მარადის, უხსნელად, სოფლისა განსათავებლად!
ნუ თუ ამ სულის წადილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ?მაშინ მზეც უსხივ-უცეცხლოდ შეიძლებს ნათვას ვარსკვლავებრ;
მაშინ ვარდიცა განთიადს ვერღარა გარდაიშალოსდა ცისა ცვარმან მდელოი არღარა გააბიბინოს.
მაშინ შენც სხვათა მოკვდავთა ბანოვანთ მიემსგავსები!მაშ რად ერჩევი მათ შორის და ციურთ დაედარები?..
მაგრამა მშვენიერება გაქვს, ცისიერო, უხრწნელი,და ჩემთა გრძნობათ შენდამი ვერ დასდვან კაცთა სახელი!
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ავტორი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი…

ყველა ნაწარმოები (41) →

ნიკოლოზ ბარათაშვილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი