პოეზია · ლირიკა
ყოველდღიურად
ყოველდღიურად ვიხდი იმ ხარკებს,ბოლო რომლისაც სულ მალე მოვა,გამოვჭრი მზისგან ველის მიხაკებს,ფერად-ფერადებს და სურნელოვანს.დამტვრეული მაქვს ყველა ბორკილი,დავალ ღიღინით და ჰაიჰარად,ვხედავ, ღრუბლიდან გამოჩორკნილიცხოვრება მზისკენ გადაიხარა.ყოველი წუთი მიყვარს შვილივითდა ბაღის ფერებს ვიგრძნობ ბიძგებად,ის გოგო, მგონი, მართლა შველია,რომლის დანახვით ჟრჟოლა იწყება.მაისი მუდამ ჩემი თვე არიდა აღარ მიკვირს მასთან რატომ ვარ,მუდამ ზურგს უკან სუნთქავს მდევარი,რომელმაც დღემდე არ მიმატოვა.იგი ხომ ჩემი პროცესორია,ხსოვნა აქვს მრავალ მეგა-ბაითის,წავაქეიფებ, პროფესორიადა გოგოებთან მე ვაბაითებ.