პოეზია · ლირიკა
ყინვის ლოლუა
ყინვის ლოლუა. მღერის მზის სხივი.მანამ იმღერებს, ვიდრე გადნება.ის აღარ ბრაზობს, არ იქადნებადა სხივი მზისა სისხლში მიშხივის.გარინდებული შევყურებ ამ მტრედს,კრამიტზე მდედრს რომ ეკურკურება,მოსწყინდა გუბეს ჩემი ყურებადა ანარეკლსაც მზის სხივი ამტვრევს.ამ სიმშვიდიდან ამოსვლას ვნატრობ,ვშიშობ, არ ვიქცე თვითონ სიმშვიდედ.მე მირჩევნია, მკლავებს მიშლიდედა ჩემთან ერთად გიგულო ამ დროს.ჩავაშტერდები ამ მიწის წიაღსდა გადავურბენ მიწის ზედა შრეს.ბოთლში ლალისფრად სძინავს ზედაშესდა ლალისფერში ჩამალულ წრიალს.ისევ მიღრენენ გამქრალი წლები,მომავალი კი იქ, სადღაც არის -აუნთებელი ცეცხლის ნაცარიდა იმ ნაცარში ჩაყრილი ძვლები.