პოეზია · ლირიკა
ისიც ხომ სადმე
ისიც ხომ სადმე ჩაიკარგება,შეეწირება უაზრო ჭიდილს,კი, ერთადერთი არის განგება,მსგავსია ხვედრი კაცის და ჩიტის.რადგან სახლის და ბუდის მშენებელსზოგჯერ არ უნდა ახედვა ცაში,იმ ლაჟვარდებში, რომლის მშვენებაცუსაზღვროებით ყველაფერს წაშლის.სახლში კი ვიღაც თავს უბრუნდება,რომ მიაშუროს საკუთარ ბუდესდა თეთრი თავი თვლემის ბუნდოვანდა სიზმრის ფერად ბალიშზე უდევს.თავის სითბო აქვს ამ პურს ობიანს,ათასწლეულთა ინახავს სითბოს,უცნობი ღმერთი რა ნაცნობია,საკუთარ დროს რომ დროებით მითმობს.