პოეზია · ლირიკა
*** "ციხის ნანგრევი ჩამოდის გზაზე"
ციხის ნანგრევი ჩამოდის გზაზე,მოფენილია ხავსით ბორცვები.მღვიმეებს მაყვლის ჯაგნარი ავსებს,აღარ იხსენებს საყდარს მლოცველი.ციხის ნანგრევი ჩამოდის გზაზე,მზე ნაქვითკირალს ცეცხლივით კვესავს,სულის კედელიც ირღვევა ასე,როცა ტოვებენ სალოცავს ჩვენსას.