↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "მზე ჩახლართვია ფურირემს რქებში:

ჭიჭინაძე გივი

2017-06-121 წთ საკითხავი2681 ნახვა

—
მზე ჩახლართვია ფურირემს რქებში,მთებმა მოიხსნეს თოვლის ბექთარი.გზას მისდევ უხმოდ და სადღაც ეშხითშემოგანათებს ია ფერმკრთალი.ჯაგებში ბრდღვინავს მშიერი დათვიდა თავზე შინდის ყვავილი ათოვს.რად მაკლდებაო თვალში სინათლე –ბებერი მგელი შეჰყმუის მნათობს.სურს მოზღვავებულ სიკეთედ იქცეს, –წყარო მოგელის ტყე-ტყე, ბორცვებთან.რომ არ გაგითბო ამხელა სივრცე,მზე ქალწულივით დაიმორცხვებს დაისე დატოვებს პატარა სოფელს...გვიან შინისკენ მიგყვება ბინდი,სარს შეუსწორებ მორღვეულ ღობესდა ვაშლის ხეებს გახედავ რიდით.

ჭიჭინაძე გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი