პოეზია · ლირიკა
*** "დუმს"
დუმს, თვლემს შუადღე და ტყე შუამთის.მიწა სავსეა ფოთლის ნამქერით.ამაღლებულა სული სულმნათისდა დედამიწას უხმოდ დასცქერის. . .და ასე სულმთლად სასომიხდილიდიდი დუმილით გადადის საზღვრებს.ხევებში ისმის წყალთა ქვითინი,ვინ იცის, წყალნი ტირიან რაზედ. . .