პოეზია · ლირიკა
*** "ამზევებული ტყე და მინდორი"
ამზევებული ტყე და მინდორიმიწის სურნელში მხვევს და მაბრუებს.ჩიტი ქანაობს ვერხვებთან ერთად,ჩიტს აღარა აქვს გული საგულეს.შორს მთები დღემდე უამინდონიდინჯად იხსნიან ღრუბლის საბურველს.ჩიტი ქანაობს ვერხვებთან ერთად,ჩიტს აღარა აქვს გული საგულეს.მე ვიცი, მადლი ამ მზიან დღეთაკვლავ შენი ქუჩით ამომაბრუნებს.ვერხვებთან ერთად, ჩიტებთან ერთად,ჩვენც არ გვექნება გული საგულეს...