↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შეგრძნების კვალი

ალხაზიშვილი გივი

2026-07-181 წთ საკითხავი10688 ნახვა

—
/ივლისის ეპისტოლე/
გადამავიწყდა..მახსოვს მხოლოდ შეგრძნების კვალი,ცვილის გული, სხვა არაფერი..
არ ისურვა, სიტყვებს თავი არ შეაფარა..
სჯობს, არ ვიცოდე,მხოლოდ ვგრძნობდეგაურკვევლობის სუნთქვაში როგორ იბადებიანსხვა დღეები და ღამეებიდა გაქცევაზე თვალი უჭირავთ.
...იგი მოვა, ვინც, ოდესღაც,თავის ხელის ჩრდილში დამმალა.
გაქრა ივნისი, წაიყოლა თიბათვის სუნთქვა,მისი სხეულის ფრაგმენტები ჩემში ჩატოვა_ცაცხვის, თივის და ბავშვობის სუნი,მაგრამ რა მითხრა ვეღარ ვიხსენებ..
მხოლოდ კონტური, შეგრძნების კვალი _ზოგჯერ სისხლში რომ წაიმღერებსდა ქარს ინატრებს,მუდამ ქარის მომლოდინე ქარის წისქვილი,თუმცა ისედაც იფქვება დრო,ისედაც ცრიან წელიწადებს,ისედაც ზელენდა ისედაც მზე გადმოდის ოქროს ვარცლიდან,და ისედაც აცხობენ გულში ჩაკრულ სურვილებს.
ისეთნაირად მომენატრე,ახლა შენში ჩაკარგვა მინდა და ზღვის ფშვინვაშიმილიონების სუნთქვას ვპოულობდა შენც იქ გეძებ, სახლში, რომელიც სუნთქვით აშენეს.
ქარი სულია, არავინ იცის, საიდან მოდის და საით მიდის...
...და უკვე დროა, ავწიოთ ფრთები განთიადისა,რომ შევეგებოთ პირქარს ქარის წისქვილებივითდა ამ უნდობარ საუკუნეშიკიდევ ერთხანს ვიქარწისქვილოთ,ვიქარწვიმოთ და გავიქარწყლოთ დარდი,ვიდრე დრო გაგვაქარწყლებს.
02. 07. 2010 წ.
ალხაზიშვილი გივი

ალხაზიშვილი გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი