პოეზია · ლირიკა
*** ფარანი, ქუჩა და აფთიაქი... (მთარგმნელი კვიცარიძე გურამ)
ფარანი, ქუჩა და აფთიაქი,ყვითელი შუქი გულგამბზარავი;ბევრიც გატეხე ღამე ცრიატი,ასე იქნება, ხსნა აღარ არი.
მოკვდები, შეგძრავს ხმაური მქისე,არხზე ყინულის ცივი კიაფი,ჩაიძირება ბურუსში ისევფარანი, ქუჩა და აფთიაქი.