↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ღმერთო

ტაბიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი841 ნახვა

—
ღმერთო უფალო ყოვლის შემძლევ, ყოვლის მპყრობელო!კვლავ დაჩოქილი, ქედმოხრილი ვლოცულობ შენს წინ.შენ გევედრები ყოვლად დიდო ყოვლის მფლობელოეს სიყვარული, რაც მარგუნე დატოვე ჩემში.
მე სიყვარული შევიყვარე მთელი არსებით,შენი რწმენა კი არ დავკარგე - ეს იმედს მაძლევს.ყოველ ნაბიჯზე გვერდით მყავხარ - მავსებ სავსებით.კვლავ მედიდურად მჯერა მკვირცხლად ყველაფერს დავძლევ.
შენ შემასწავლე სიყვარული - ციური მადლი,და მაგრძნობინე, რომ ეს გრძნობა დიდი ხვედრია,მეტი ზრახვით და მეტი ჟინით მე დავიქადისიყვარული, ვით უკვდავების თეთრი მტრედია.
ღმერთო! მაღალო! არ წამართვა ეს სიყვარულიმან დამავიწყა შური, ბოღმა, მტრობა, ვარამი...ეს ნახევარი გული ახლა გამხდარა სრულიდა ეს სისრულე არ დამაკლო შეგთხოვ მარადის.
ტაბიძე გიორგი

ტაბიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი