↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მამი

ტაბიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი846 ნახვა

—
მამი! მწამ კი, მარად წამით და წინ ვივლი ამ მზით.მამი! მწვავდი მაგ სინაზით, გავიმარჯვებ ას გზით,ხარი ხარ კი მთის სიმძლავრით და იმარჯვებ ზარზმით,ხმას კი ხმალით ხალხს მივაწვდით, მწამს სიყვარულს გავზრდით.
სიყვარულით იშვა კაცი- ხშირად მტერი ღვაწლის,ძე ღვთისა ადამიანი, კვლავ ადამის კვალითდა ციური მადლით, მარშით, იცხოვრებ მაშ რით?არა შარით, არა ზაკვით - იბრძოლებ მარხვით.
სადაც დავეცი მე შვილო, მინდა იქ წამოდგე,სადაც გამარჯვებას ვცდილობ, მინდა იქ გარბოდე.დრო სიყვარულში დაზოგე, გახსოვდეს არ დაღონდე,აკაკი, ვაჟა, ილია- მათ სიტყვებს არ თმობდე.
და გთხოვ დღეს, რაც დათესე - გჯეროდეს მომავლის,ჩემი სული შენ გეკუთვნის, შენ ხო დღეს გმოსავს ის.ცხოვრება კი მზის სხივია, ხან ღრუბელი ფარავს,მთავარია არ დაღონდე, მშობელი გყავს ფარად.
ტაბიძე გიორგი

ტაბიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი