↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რა გამაჩერებს

ტაბიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი843 ნახვა

—
რა გამაჩერებს ქალავ მითხარი,როცა შენ გხედავ და ვერ გპოულობ.შენ შემომტყორცნე გრძნობის ისარი,რა გრძნობითაც კი ახლა ვლომგულობ.
ვერ დავივიწყებ შენს ნაკვთებს ვერა,მნათი მზე შენგან საწუნარია,კვლავ შენი ლაღი ღიმილის მჯერაეგ ცრემლები კი ტყე უღრანია.
სადაც მე ახლა დავეხეტები!ვერ გნახე, მაგრამ არ გავჩერდები.მზად ვარ გავკაფო გზები ხელებით,მერე კი არვის შევუშინდები.
მზად ვარ გავაპო ბასრი კლდეები,თანაც გავგლიჯო ხავსი ტაფობის,და გადავლახო ხრამიც, ხევებიც,გადავირბინო მთები, მაღლობი.
მერე კი მაინც ჩემი იქნები,უშენოდ გული დალახვრულია,მე არ მასვენებს შენზე ფიქრებიდა შენი აღმაფრენა მწყურია.
ვერ გავჩერდები! მაინც შენ გელტვი.ამ სიყვარულს კი ვერ დაგვიშლიანბევრი ვისწავლე მზად ვარ და გეტყვი,-ძალას მმატებ შენ და ვერ შემშლიან.
და თუნც გამწირონ, მერე განმგმირონ,თუნდ ქვესკნელისკენ მივექანებიმაინც არ დავთმობ, ვიცი რომ მიხმობვერ გავჩერდები, ვერ გავჩერდები.
ტაბიძე გიორგი

ტაბიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი