↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქარმა რომ ფაცხა დამინგრიოს

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52774 ნახვა

—
ქარმა რომ ფაცხა დამინგრიოს,
არ გავჯავრდები,
წყალმა რომ ყანა დამიღვაროს,
არ გავჯავრდები;
ბუნებისაგან ვით გეწყინება?
კაცის კი ერთი გონჯად თქმული
თან გეწყინება,
თან გეტკინება.
1990
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი