↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიზმარი

ტაბიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი851 ნახვა

—
წუხელ სიზმარი მესიზმრავაი, როგორი სიზმარიპატარძლის კაბა გემოსაშენ ცოლი გერქვა, მე - ქმარი
მზერას მზის სხივი გხატავდა,თავად მზე იყავ მნათობი,ტანი ვერხვის ხეს გიგავდასიყვარულისგან დაფოთლილს.
ფეხთ ვარსკვლავები გამკობდადა ვარსკვლავებზე იდექი.კაბა ედემის ბაღისა,ოი, მას როგორ გიქებდი.
ხელთ თაიგული გეჭირა,შენი სათუთი თითებით,ქალავ მე შენი ყურებითნაზი ფერებით ვირთვები.
თვალები გულის ფერია,-ნუგეში ჩემი ცხოვრებისდა მაშინ როცა მწყურიაწყაროა ჩემი ოცნების.
წარბები- ოჰ, რა წარბები,ვერცხლით თლილია ნაკვთებზე.ზღვის ანარეკლად ლიცლიცებს,გარდამავალი ნაზ თმებზე.
თმები გვირგვინად ბრწყინავდა,ოი, როგორი სხივებითმასხივოსნებდა, მათბობდაგაუწყვეტელი სიმებით.
გამომეღვიძა ბედნიერსშენ ისევ ჩემს წინ იდექი.არ მოსწყვეტილხარ ჩემს იერს,რა მეთქვა ვეღარ ვითმენდი.
ხო, ისევ შენს ტანს ამკობდაპატარძლის კაბა ზურმუხტის.ის კავკასიონს ადნობდა,ტოლფასი იყო სრულ მუხტის.
გიყურებ და ვერ ვაოკებჩემში ყიჟინას ტრფობისას.(ციურ სიყვარულს ამკობენბგერები ყოველ სტროფისა)
სიზმარი ცხადად ამიხდაჩემი ოცნების სიზმარი.მარად საფიცი გამიხდა,მას ცოლი ქვია, მე - ქმარი.
ტაბიძე გიორგი

ტაბიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი