პოეზია · ლირიკა
მე შენს
მე შენს სულს ვაღმერთებ ნაზი აკორდებითდა ეს სილაჟვარდე ხატად მესახება,მე შენს სიყვარულში აღარ გავკოტრდები,რადგან ეს სიმდიდრე მარად მე გამყვება.
მე შენს გულს ვადიდებ დიდი ემოციით!მეტი არაფერი აღარ მაბადია,მკრთალად გესალმები ჩუმი ოვაციითდა ეს სასოება გესმის? მარადია.
მე შენს სტრიქონებში ვახდენ სულის წარღვნას!და ყოველი წამი არის აგონიადა თან უშენობა ნიშნავს სულის ძარცვას,რადგან ჩემი სული შენსას გაჰყოლია.
და ეს ჰარმონია უდრის აღმაფრენას,ეს ყოველივე კი უკვდავ საყოფია,ეს ყოველივე კი ნიშნავს ამაღლებასდა ეს სიყვარულიც ამის ნაყოფია.
მე შენს სულს ვაღმერთებ ნაზი აკორდებით,და ეს სილაჟვარდე ხატად მესახება,მე შენს სიყვარულში აღარ გავკოტრდები,რადგან ეს სიმდიდრე მარად მე გამყვება.