↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გვიყვარდეს მარად

ტაბიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი841 ნახვა

—
მტრედისფერ გრძნობას სიყვარული ააზამბახებს,და მერე ვნება ამ ნაკადულს ააკამკამებს,ფიქრებს მიკაფავს რეზონანსი ამაოების,მხოლოდ სიყვარულს ძალუძს დარჩეს მანათობელი.
მხოლოდ მას ძალუძს თავისუფალ წამებს მე მიმცეს,მარიდოს ბოროტს! განმარიდოს სულის ემისრებს,ჩემშია ძალა და ჭიდილი უკვდავებისა,ბრძოლის ყიჟინა მოტივია მარად ვნებისა.
მზად ვარ პატივ ვცე მოყვარესა (გადამთიელსაც)მიყვარდეს მოძმე, ვით კეთილსა სამარიტელსა,მიყვარდეს ერი! მას დავუდგე გვერდში მეობით,მსურს სიკეთე ვქმნა, არ მოვდივარ, არა მე მტრობით.
მერე ვით მტრედი მივფრინდები ჩემს სატრფოს გულთან,ვიქნები გულთან - ცხელი გრძნობით კვლავ დადაგულთან,ეს სიყვარული დაამარცხებს ყოველ სიავეს,და დამიმკვიდრებს: ძალას, ტრფობას, ბრძოლას, სიამეს.
ტაბიძე გიორგი

ტაბიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი