↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ეხლა ღამეა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95282 ნახვა

—
ეხლა ღამეა.. და მეც არ ვიცი,რა საჭიროა წერილის წერა,სულ შემთხვევით გწერ.. მომწყინდა რაღაც..ვერ მოვისვენე, ვერა და ვერა.ფანჯრიდან ვიღებ თეთრი თოვლის ფიფქსდა გაცხელებულ შუბლს თოვლში ვმალავ,ოჰ, ფიქრები რომ არ მასვენებენ,შენი ბრალია, ჩემო შავ-თვალავ..ხა, ხა, ხა! თვითონ მე მეცინება..თავის თავს თვითონ მევე დავსცინი,კაცს ყვარებია, მაგრამ ამ გვარად?
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი