↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ეხლა კი მშვიდობით! ნახვამდის!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
ეხლა კი მშვიდობით! ნახვამდის!ნახვამდის, ლექსებო კამარა!ჩემს გზაზე რაც უნდა დაღამდეს,ვარ თქვენზე ოცნების ამარა.მგზავრობა გქონოდესთ კეთილიდა მინდა გისურვოთ მხოლოდ ეს,რომ როგორც ქვითკირის კედელიმფარველად სიმართლე გყოლოდესთ.ნუ სძრახდეთ მართებულ ყიჟინას,ნურც რისხვა გაკრთობდეთ უხეში,თვალი არ უქციოთ მტრის ჯინას,დაღლილსაც ხომ უნდა ნუგეში?უთხარით: ცხოვრების ნამგალიგასჭედოს, მოხაროს, მიხაროს,რომ აქვე ბევრია სამკალი,რომელიც იძლევა სიხარულს.ნახვამდის, ლექსებო! მძლე გუნდითგაჰკვეთეთ ქარი და ნამტბარი,გასწიეთ და ისევ დაბრუნდითმკითხველის გრძნობებით გამთბარი!
1923
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი