↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყოველი ლექსი

ტაბიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი843 ნახვა

—
ყოველი ლექსი ტოლფასია დებოშის დიდის!ყოველი ლექსი ტოლფასია მარადი ღამის!ყოველი ლექსი კოლაფსია, გონებას მიხდის!ეს კი მაცეცხლებს, შავი ალი ფიქრებად დამდის.
მე ლექსის წერა მათრობს, მაკრთობს, მძინარს მაღვიძებსდა ჟრუანტელი მბორგავს, როგორც თოვლში ფანტელი.აქ ვიწყებ ბრძოლას თავგანწირულს, მხოლოდ აქ ვიწყებ.წერით მილეულ ძალებს ვიკრებ, ვხდები აქ მთელი.
მუზასთან ჭიდილს ვერ ველევი, ფიქრებს მიბნელებს.ხანაც კი თვალებს დამიბნედავს ის უთენია.კვლავ კალამს ვიღებ და ვულკანი უმალ იფეთქებს,მეწამულ ლავას მელნად ვანთხევ ის უძღებია.
მერე დარდს მიქრობს, ტკივილს ყინავს, სევდას მიქარწყლებსდა მზის სხივები გაბრწყინდება ბნელი ღამიდანმერე არასდროს არ დავკარგავ ბრძოლით განვლილ წლებს.ეს მიღირსრადგან, ძალას ვიკრებ წერის ამ დღიდან.
ტაბიძე გიორგი

ტაბიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი