↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენი პირველი სიტყვა

ტაბიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი846 ნახვა

—
შენი პირველი სიტყვა,შენი ხმა როგორც მესა,ჩემთვის ლოცვებად ითქვა,ეს ხავერდოვნად მესმა.
შენი ხმა ყოვლის შემძლე,შენი ხმა სევდის მჭრელი,ამ ციაგ ბგერას ვეძებ,ამ სათნო ნოტებს ველი.
ბგერა უტყვი და მყარიმხიბლავს, მაგიჟებს, მათრობს!შენი სიტყვები მნათიჩემს გაყინულ წლებს ათბობს.
ინტონაცია ლაღი,მე მაცისკროვნებს ვფიცავ,შენი სიტყვების თაღი,მიმაგრებს გულის ფიცარს.
მე იმედს მაძლევ იცი?ეს კი სიცოცხლეს უდრის,არაფერს არ განვიცდიმაცმევ მებრძოლის მუნდირს.
შენი ყოველი სიტყვაჩემთვის სიყვარულს უდრის,გზა გამარჯვებით მიმყავს,ვგმობ ყოველ შიშს და წყურვილს.
ვგმობ ყოველ ჭმუნვას, შფოთვას.ვგმობ ყოველ განვლილ ვარამს.მეტად ვაგრძელებ შრომასდა ვუერთდები არაგვს.
დავქუხ და დავჭექ ისევ,არ გავჩერდები არა,შენი ხმა მთელ დღეს მისდევსდა უტოლდება ქარაფს.
ხმა ჩუმად მიფრთხობს მე ძილსთრთოლვა ჩემს ფიქრებს მისცა!მერე გაუყვა ეკლიფსს,სულის წალკოტად იქცა.
ასე დარჩება ჩემშიშენი ხმა ძალას ნიშნავს,ნათელს მომფინავს ბნელშიდა მე მივაღწევ მიზანს.
ტაბიძე გიორგი

ტაბიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი