პოეზია · ლირიკა
ეშმა და ხევსური
-შამო, გაგიღე კარებიაქ მასულ, რახელ გაბრუნა,ისეთა არაყ დამიდგაეშმაკიც უნდა გაბრუვა.
ცელი კარებთან მიჰყუდე,მე შიში არა მქონია,მოდი სუფრასაც გაგიშლი,ვიტყვი,- შინ ეშმაც მყოლია.
ტაბლას მაუჯე ყროლაო,ღამე ვიმტვრიათ ზევსური,ერცხვაის ჭიქებს ვლეწავდათ,ერთი ეშმა და ხევსური.
ღამე დილისკენ ვათრიათგონიც უკუღმა ტრიალებს,-ეს უშნოდ, რქადაგრეხილი,რა კარგად მიცლი ფიალებს.
ჩემსკენ მაიწი მახინჯო,რქაზე წაგავლო ხელია,ძირიდან უნდა გამტვრიოკაი ყანწების ფერია.
უნდა არაყით გავავსადა სულ ერთ ყლუპად ვაქციო,დაგატყვრეცია თვალები,კაცთ უნახავად გაქციო.
რა იყო, რა წარბ შამიკარ?ხო იცი? ვერას დამაკლებ,განა რად მინდან ეგ რქანიმართლა კი არას დაგამტვრევ.
ადე!!! დრო დადგა ეშმაო,ეხლა საშენოს წავიდეთ,ბლომად სავალი მოგვიძღვის,სანამ ქვესკნელში ჩავიდეთ.
იქაც რაადამ მწადიან,ჩემ წესებ უნდა გიმყაროთ,ისე დაგხადათ, ეშმანიაკეთოთ, რაიც გიბრძანოთ.
მონად გიხადოთ ხავსურმა,არაყი გაწურინოთა,„ქვაბებს“ სხვა აზრი ვუსახოსულ ხინკალ გადუღინოთა.
თქვენ მბრძანებლი „სატანა“ცრემლად დაღვრილი განახოთ.ერთად ამდენი ურჯულორჯულიანები გაგხადოთ..