პოეზია · ლირიკა
ოდა თბილისურ განთიადს
(ეძღვნება ანანო ედიშერაშვილს)
ტუჩებდაცვარულ თბილისზეცრემლად დაგორდა დილის მზე...
დილის მზე ცაზე ვარსკვლავებს, მტკვარზე თოლიებს ხვეტავს....
ცა-დაფა - სუფთა არც ისე...._აგერ ღრუბელი!_ ცარცი სად?...
ცამ ცისარტყელა შეიკრა უსაფრთხოების ღვედად...
მალე გამოფენს ყვავილების აფრებს აპრილი,ჩაკვნეტს ქალაქი მტკვრის ფერფლისფრად დაფერილ ლაგამს...ზეცა - გუმბათი აბრუნდება ბოთლში - ძაბრივითსხივებს ჩაიღვრის... მზე - დარჩება ღვინისფერ ლაქად...მე პეშვს შევუშვერ, კარგია, რომ ორი მაქვს პეშვი...ერთით მე დავლევ, მეორეთი - შენ მოგბან ტუჩებს...ეს ზმანებაა, ღიმილიან მზერიდან მზე შვიეს შენ აანთე განთიადი ღიმილით,- თუ ჩემს,ტუჩებდაცვარულ თბილისზეცრემლად დაგორდა დილის მზე...დილის ცის თაღზე სიხარულის ცრემლების დამდენს -თბილისს სიცოცხლე, უკუნითი უკუნისამდე!