↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნამდვილი ზღაპარი

დოლიძე გენრი

2006-01-131 წთ საკითხავი16311 ნახვა

—
ჩვენ ერთად გავალთ ყოველ დილით ფეხით სახლიდან...და ერთად ვივლით ჩვენი სამი შვილის სკოლამდე...მერე ჩემს სირცხვილს შუქნიშანთან კოცნით დაღლი დაგავიყოფთ გზებს და გზის ფულებს და მერე ო, რამდენსვიფიქრებ შენზე, სანამ ზღვაში დღე არ დაყვინთავსსანამ სკოლიდან არ ამოვა ჩვენი სამი მზე...მერე ჩვენს ნაცნობ შუქნიშანთან შევჭამთ ნაყინს და...გამოცლილ მზერას კოცნითა და სუნთქვით ამივსებ...მერე - ჯიბეში აღმოაჩენ ფერად თაიგულს...დავშლით და ბავშვი დამშვიდებით ჩაგაბნევთ თმებშიშენ და თავისზე თერთმეტი თვით უფროს დაიკოს...და მოფრინდება უმცროსისთვის მფრინავი თეფშითცხელი ფაფა და სასაცილო ლურჯი ზღაპარიერთ პოეტ ბიჭზე პრინცესა რომ შეირთო ცოლად...გოგო თავიდან აწვალებდა - იტყვი - აბა რა?!პრინცესა უნდა მოიპოვოს რაინდმა ბრძოლით...და ჩვენს ზღაპარში არ იქნება ბოროტი გმირი...რომ ბოროტების დათესილი ყველა ხე გახმეს...და ასე ლურჯი ზღაპარივით დადგება კვირაც,მთელი ოჯახი ტიტრებივით ავივლით აღმართსდა ასე ერთად დავითენებთ სოფელში ტაძრადიცელქებს ბავშვი და ჩაუქრობ ბოროტ სიანცეს,როცა, უბრალოდ, ცალი თვალით გახედავ მკაცრად...გვიან ღამით კი მოსაწყენი კინოს სეანსზეგეტყვი, რომ ყველა მიყვარხარზე მეტი ხარ ჩემთვის...გამიღიმებ და ცხელი კოცნის ვირუსს გადამდებდა ნუ გგონია დღეს უბრალოდ, შემთხვევით, შევხვდითჩვენ ხომ წინ დიდი ზღაპარი გვაქვს, მაგრამ მანამდე -ტელეფონის ნომერი ჩამაწერინე რაა...
დოლიძე გენრი

დოლიძე გენრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი