↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მხოლოდ იმ ერთის

აბაშიძე ირაკლი

2001-07-121 წთ საკითხავი4044 ნახვა

—
პოეტს ყველაფრის,
პოეტს ყველაფრის,
ზეცამ ყველაფრის მისცა უფლება:
კრივში დანდობის,
თასზე ხელ-აკვრის...
პოეტი - ფრენა და ჩამუხლება.
პოეტს ყველაფრის,
პოეტს ყველაფრის,
ზეცამ ყველაფრის მისცა უფლება:
ლოცვა ხელადის,
კიცხვა კელაპტრის...
პოეტი - ხოტბა და დაუბრება.
უფლება რისხვის, დაუზოგავის,
უფლება ხვევნის,
შეშლილ ამბორის;
სამეფო ენის თუ კილოკავის,
აშკარა სიტყვის თუ მეტაფორის,
თმენის, ლოდინის,
დარდის, იმედის,
ცრემლის შიმშილის,
ოქროს კალათის...
მხოლოდ იმ ერთის,
მხოლოდ იმ ერთის,
პოეტს უფლება არ აქვს ღალატის.
აბაშიძე ირაკლი

აბაშიძე ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი