↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გამოთხოვება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
მაშ, მშორდები? მაშ, სიზმარიისევ აღარ განახლდება?გხედავ, აღარც იხედები,გული მწყდება, გული მწყდება..დრო, შენს ახლო გაფრენილი,რა ვქნა, აღარ მავიწყდება.შენ ვერც იგრძნობ ვერასოდეს,თუ ეგ გული როგორ კვდება.შენს გულს დიდხანს დავიწყებისგაიტაცებს ბნელი ბინდი,მე არ მსურს, რომ ძალით გფლობდე,სადაც გინდა - გადაფრინდი!მაგრამ ღამით, როცა მთვარითათეთრდება შორი მთები,მოგიგონებ და ცრემლებიგადმომცვივა, ავღელდები.ეჰ, რა ვუყო, ჩემშივ დარჩეს,რაც დამტანჯავს შმაგს და უძლურს,მე არ მსურს, რომ ძალით გფლობდე,წადი, წადი, სადაცა გსურს!
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი