↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გამბედავო და მაგარო ხელო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2012-04-131 წთ საკითხავი98921 ნახვა

—
გამბედავო და მაგარო ხელო,ხელო უცნობ, მაგრამ დიდი მხატვრის.როგორც მედგრად გატანილი ლელო,როგორც სწრაფი ასრულება ნატვრის!ერთი ვეფხვიც დღეს ჩვენამდე აღწევს:არქეოლოგს უპოვნია მთაში,სად უძველეს ხეებს ლეწს და აქცევსნანგრევთ შორის ქარიშხალი - რაში.ივერიის ლეგენდები შოთასიგონებენ გადმოცემით ძველით,და სიმღერებს მრავალს, არა ცოტას,ჩვენო მთებო, თქვენგან კიდევ ველით!რა ბრწყინვალედ გამოხატავს შოთასიყვარულის და გატანის გრძნობას,მეგობრობას, რაინდობას, ძმობას,დაუჭკნობ ჰანგს იმ გარდასულ დროთა.მისით გული ხელოვნების ტაძარს,ოქროს ხანას უცნობ გზითაც იგნებს.კიდევ მრავალს გაუმარჯოს წიგნებს!წრფელ სინდისით გამარჯვებულ წიგნებს!გამბედავო და მაგარო ხელო,ხელო უცნობ, მაგრამ დიდი მხატვრის,ჩვენ გვახარებს გატანილი ლელო,ჩვენ გვახარებს ასრულება ნატვრის!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი