↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიონის მტრედო!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
სიონის მტრედო, სამოთხის ვარდო,ტრფობას გიგზავნი - შენსკენ რბის ქარი,მახსოვს, დილით მზე ამოდიოდადა იმ მზეს კი შენ ამოასწარი!გაჰქრა ნაღველი.. დაყუჩდა წყლული,ალერსმა ნისლი სულს გადახადა,სიონის მტრედო, სამოთხის ვარდო,გელი, გეძახი, სადა ხარ, სადა!ღრუბლიან დღესა შენ განმინათებ,და თუ ვერ გნახე ახლო მოსული,თუნდ ციდან ცხრა მზემ გადმოანათოს,არ გამითბება მაინც ეს გული.
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი