↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სინანული

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
შავბნელი ღამე, წამების ღამე,ღამე მწუხარე, ღამე სირცხვილის!ოჰ, ნეტავი არ გათენდებოდეს,არ გაჩნდებოდეს სიწითლე დილის!რად მოვიქეცი ასე საშინლად,განა სამისო მწყუროდა რამე?შავბნელი ღამე, სირცხვილის ღამე,როგორ ვაწამე, როგორ ვეწამე!ნუ, სინანულო! ეხლა არ მინდამთელის არსებით ჩავხედო ჩემს გულს,იქ ვერ ვიპოვი ვერც გამართლებას,და ვერც სიბრალულს, და ვერც სიყვარულს.როგორ შევხედო ეხლა იმ თვალებს?როგორ შევხედო ეხლა იმ ტუჩებს!შავბნელი ღამე, სირცხვილის ღამეხსოვნას ვეღარ შლის, წყლულს ვერ მიყუჩებს.ნუ, სინანულო! ეხლა არ მინდა,რომ გამიახლდეს იგი წამება,საცაა, ხომლი მოჰკვდება ცაზე,საცაა, ნისლი გაიფანტება...მალე იფეთქებს აღმოსავლეთიდა სინანულიც მოკვდება დილის,ღამე შავბნელი, წამების ღამე,ღამე მწუხარე, ღამე სირცხვილის.მოჰქრის, მოღელავს სიო ნარნარი,ვარდი ირხევა, იფრქვევა ცვარი.თენდება! ღმერთო, ოჰ, რად, რად, რისთვის!ღამე... ის ღამე... დაუვიწყარი.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი