↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სინამდვილეში ოცნებისას

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
დაე, ვცდებოდე, მატყუებდეს ოცნება ჩემი,აუსრულებელ იმ ოცნებებს კვლავ მივეცემი.
ჩემს შორ გაზაფხულს უდარაჯებს სიცოცხლის ვნება,იმ შორ გაზაფხულს, ძლიერად რომ გამობრწყინდება.
სინამდვილეშიც ოცნებისას ავანთებ კანდელს,იმ შორ გაზაფხულს ფეხქვეშ ვუგებ ყოფნას დღევანდელს.
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი