↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** ცა ოცნებისა

ფირცხალაიშვილი ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი2414 ნახვა

—
ცა ოცნებისა თითქოს ისე ჩამოექანა,ხელს გაიწვდი და ღრუბლის ცრემლით პეშვებს აივსებ,ო, რა მარტივი, უსახური გახდა ქვეყანა,სად გაქრა ძველი თავაზი და სიდარბაისლე.
ყველა წავიდა ღმერთისა და კაცის რჩეული,ვინაც გადარჩა , დაეგება ისიც საფლავად,და შემოდგომა ორსულივით ფეხარეულისევდას გაგვატანს წყლის წისქვილზე ჩამოსაფქვავად.
მიიზლაზნება ასპიტივით ღვარძლის მდინარე,ნაყვავილარი ჩაიფერფლილა, - ღვივის ნაცარი,აჰა, ცხრა ციხე, ცხრა შურის მთა გადავიარე,იქნებ მეათე სათნოების იყოს ტაძარი...
ხომ ყველა ნატვრა ლაბასავით ამოიცოხნე,ვერც რწმენა დათმე კურთხეული...და ვერც სიცოცხლე.

ფირცხალაიშვილი ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი