↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** წუთისოფელი

ფირცხალაიშვილი ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი2407 ნახვა

—
წუთისოფელი გაფრენილი უცხო მტრედია,
ვკითხულობ წიგნის სევდიან და მწუხარ ეპილოგს,
ბოლოს ტოვებენ ხომალდები ზღვას და ზეფირონს
და ძველ ნავსადგურს არასოდეს უბრუნდებიან...
ვით რგოლს სანიშნოს, ვერ ვიცილებ ხელიდან ბორკილს,
ვგუმანობ უკვე, რაც აღელვებს მარტოსულ ლერწამს,
უჩინო ხელი ბაგეებზე სინანულს ძერწავს,
შემცბარი სახით ველოდები დუმილთან ქორწილს...
პორტრეტი ჩემი მოასრულა უკვე ოსტატმა,
იერი მკაცრი, სევდიანი, მზერა - მწყაზარი,
ბედს ვმორჩილდები, ვით დამცხრალი ელიაზარი,
ვიცი, დუელი არ მოჰყვება გასროლილ თათმანს...
ჩემი ბაღის კარს ვერ მოაგნებს ოქროს ფრინველი,
რადგან ზაფხული შემიცვალეს ზამთრის გრიფელით...

ფირცხალაიშვილი ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი