↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** არ მათქმევინო

ფირცხალაიშვილი ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი2412 ნახვა

—
არ მათქმევინო, მხოლოდ კვნესა იყო ცხოვრება,
ნუგეშ-პატრუქი გამაყოლე სულის ცხონებად,
ქრისტეს პერანგში მზე მიწას და ცას ეთხოვება,
მიცურავს გემი და ეს გზები მეუცხოება.
ადევნებია თოლიები ტალღებს გუნდებად,
იმ გემში ვზივარ, ნავსადგურში რომ არ ბრუნდება,
რა ვქნათ, ცხოვრება ზღვს ჩამოგავს ზნით და ბუნებით,
კეთილიც არის თუკი სურს და მოეგუნება.
ეს მე კი არა, ვიღაც მარცვლავს სულში - ნახვამდის!
არავინ იცის , რა დრო გავა კიდევ ნახვამდე,
არ მათქმევინო, რომ სიცოცხლე იყო სახადი,
ასე უბრალოდ ნუ გამიშვებ უცნობ სახლამდე...
ბარემ მითხარი, იმ სიტყვების ღირსი გამხადე
და იმ ცრემლების - შავი დღისთვის რომ ინახვდი...

ფირცხალაიშვილი ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი