↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** გახსნილ სარკმლებთან

ფირცხალაიშვილი ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი2407 ნახვა

—
პ ა ა ტ ა ს
გახსნილ სარკმლებთან საოცარი დგას გაზაფხული,
ხარ პრერიებში გადაჭრილი ჭრელი მუსტანგი,
ისე ელვარებ, ვით ხევსურის ხელში მახვილი,
ვით განთიადი მეწამული მზის ამოსვლამდე...
გადასწევ ფარდას და მეწამულ ცაზე ამოვა
ვრცელი სამყარო სხვა ვნებით და კიდევ სხვა ხალხით,
მე კი ვბერდები, ჰორიზონტი ისე ახლოა,
ვით დედაჩემის სამარესთან მწვანე ბალახი...
ბედმა ინებოს, ძე უფლისავ, იყო ლამაზი,
ცხოვრება დიდი ტაძარია და ეკლესია,
ნუ შეგაშინებს მოვარდნილი გზებზე ღალატი,
ამ ბილიკებით გაუვლია ღმერთს და მესიას...
თვრამეტი წლის ხარ , ანთებული ქარში თვრამეტჯერ,
გაქნეულ ხელით შენს სახელს ვწერ მზის პერგამენტზე...

ფირცხალაიშვილი ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი