↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** კარგად გავდივარ ხამი ნაჭრით

ფირცხალაიშვილი ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი2417 ნახვა

—
კარგად გავდივარ ხამი ნაჭრით, მსურველთ - ატლასი,
წვიმაში ქოხოც შემიფარებს, არ მსურს დარბაზი,
კარის მცველებად არ მჭირდება ქოფაკ-ნაგაზი...
დღე განცხრომისა ამაცილე, უფალო, ნავსი!
ო, ქვევრით არა, ღვინის წვენი შემასვი თასით,
ფეხმძიმე სუფრას ნუ გამიშლი, მეყოფა ხემსიც,
რაში არ არის? ყაბულსა ვარ, მაგ ვირზე შემსვი...
დღე ღალატისა ამაშორე, უფალო, ნავსი!
ერთ სიყვარულზე მასაუბრე , არ მინდა ასი,
ხმურთან - არა, სიჩუმესთან მამყოფე ხშირად,
ზიზილ-პიპილო, ჩინ-მედლები არ მიღირს ჩირად...
გულცივობის დღე ამარიდე, უფალო, ნავსი!
სხვა არაფერი , ნაბადივით მომასხი ბინდი,
ცხენოსანიც და ფეხოსანიც ერთი გზით მიდის...

ფირცხალაიშვილი ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი